რუსული კანონი

წილოსანი: რა სირცხვილია! როგორი ფაშიზმია

ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, განსაკუთრებით საინტერესო დონორებისთვის და უცხოელი აქტორებისთვის.

ალბათ ახლა თავადვე ხედავთ, რეალურად ვინ ახდენს სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზებას და ვინ ასამართლებს საკუთარი რიგებიდან ადამიანებს და ორგანიზაციებს ვირტუალური დახვრეტით.

რა სირცხვილია! როგორი ფაშიზმია.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი კრიტიკას მოძრაობა სირცხვილიას გადაწყვეტილებაზე - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდეს.

კომენტარები