არჩევნები 2024

ნათელაშვილი: EDISON RESEARCH-სა და GORBI-ს სასამართლოში ვუჩივლეთ

ხელისუფლება და მისი შექმნილი ოლიგარქიული, ვითომ ოპოზიციური ჯგუფები და მათი ტელევიზიები საყოველთაო ბლოკადაში გვამყოფებენ და ჩვენ გაშუქებაზე უარს ამბობენ. ახლა რეიტინგების გაყალბება დაიწყეს და ყალბ გამოკითხვებს აქვეყნებენ, რომლებიც, ძირითადად, ჩვენ წინააღმდეგ არის მიმართული და ბოღმას გამოხატავს იმის გამო, რომ ხალხს ლეიბორისტული პარტია უყვარს, მისი ეიმედება და მხარს უჭერს.

ამის გამო, ჩვენ კვლევით კომპანიებს: GORBI-სა და Edison Research-ს სასამართლოში ვუჩივლეთ. მათ სწორედ იქ მოუწევთ დოკუმენტაციის წარმოდგენა, ჩვენი ქვეყნის ისტორიას რის საფუძველზე აყალბებენ. 

თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. 

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კომპანია ედისონ რისერჩის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვით, რომლის შედეგებიც 28 ივლისს გამოქვეყნდა, ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი 3.3% იყო - ხოლო გორბის კვლევის მიხედვით, რომელიც კომპანიამ TV იმედის დაკვეთით ჩაატარა და რომლის შედეგებიც 14 აგვისტოს გამოაქვეყნა, ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი 2%-ზე ნაკლებს შეადგენდა. 

კომენტარები