გერმანია

გერმანიაში ფესტივალზე თავდამსხმელი, რომელმაც დანით 3 ადამიანი მოკლა, პოლიციას ჩაბარდა

Thilo Schmuelgen/Reuters

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, ზოლინგენის ფესტივალზე თავდამსხმელი, რომელმაც დანით 3 ადამიანი მოკლა, ხოლო 8 მძიმედ დაჭრა, პოლიციას ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. პოლიციის თქმით, იგი სირიული წარმოშობის მამაკაცია. ამასთანავე, გერმანიის პროკურატურა მას ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ადანაშაულებს.

ზოლინგენში ქალაქის დაარსების 650 წლისთავის ფესტივალზე დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი მამაკაცი (67 და 56 წლის) და ერთი 56 წლის ქალი მოკლა, რის შემდეგაც ქალაქში წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები სრულად გაუქმდა.

მოგვიანებით, მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ჯგუფის თქმით, თავდამსხმელი ქრისტიანებს დაესხა თავს და "ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცია", რომელმაც ქმედება "პალესტინაში და ყველგან მუსლიმებისთვის სამაგიეროს გადასახდელად" ჩაიდინა. 

კომენტარები