პუტინის რუსეთი

პუტინის თქმით, კურსკიდან გადაადგილებულებს დახმარება 10 000-დან 15 000 რუბლამდე გაეზრდებათ

ვლადიმირ პუტინი მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე, 2024 წლის 7 მარტი
კრემლი

პუტინს გადაწყვეტილებით, კურსკის ოლქიდან გადაადგილებულ მოქალაქეებს ერთჯერადად 15 000 რუბლის (450 ლარი) ოდენობის დახმარება გადაეცემათ. 

გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის საგანგებო თათბირზე გააჟღერა.

8 აგვისტოს, ასევე პუტინის გადაწყვეტილებით, კურსკიდან გადაადგილებულ პირებს ერთჯერადად 10 000-რუბლიანი (300 ლარი) დახმარება დაენიშნათ.

კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის თქმით 6 აგვისტოდან დღემდე ოლქიდან ევაკუირებულია 130 000, ხოლო დარჩენილია 20 000 მოსახლე.

კომენტარები