კახა კალაძე

კალაძე ჟურნალისტს: თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 000 ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი

"500 ათასი ევრო რისი ღირებულება? ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 ათასი ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი" - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტს. ჟურნალისტმა მერს კითხვა დაუსვა ავტომობილის შესახებ, რომლის ფოტოც მან რამდენიმე დღის წინ Instagram-ზე გამოაქვეყნა. 

"თქვენ ნუ იდარდებთ, არ იღელვოთ, ისედაც ბევრი გაქვთ სადარდებელი, ისეთ მდგომარეობაში იმყოფებით. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არ აგიხსნით სად ვიმყოფები, ნიკა გვარამია გეტყვით, ყველაზე კარგად, სად ვიმყოფები და როგორ ვიმყოფები" - ამბობს კალაძე. 

ჟურნალისტი კალაძეს ეკითხება, სად და როდის შეიძინა ავტომობილი, რადგან, ავტოსალონების ინფორმაციით, მინიმუმ 500 000 ევროა მისი ღირებულება. მისივე თქმით, მერს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს აღნიშნული ქონება. 

"500 ათასი ევრო რისი ღირებულება? ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 ათასი ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი. შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, რეალობაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომელიც ჩემი საკუთრება არის, ყველა არის დეკლარაციაში მითითებული. [...] ესე იგი ჩემს საკუთრებაში არ არის

[...] თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი. რაში გაინტერესებთ, ვინ გეკითხებათ. მიხედეთ თქვენს საქმეს, ხომ ხედავთ რა მდგომარეობაში იმყოფებით“ - უთხრა კალაძემ ჟურნალისტს. 

 

კომენტარები