არჩევნები 2024

ბიძინა ივანიშვილი მცხეთაში მოსახლეობას შეხვდება და სიტყვით გამოვა - TV იმედი

ქართული ოცნება

ქართული ოცნების ლიდერები ამომრჩეველთან შეხვედრებს იწყებენ. პირველი ღონისძიება დღეს, 21 აგვისტოს მცხეთაში გაიმართება და სამთავრობო მედიის ცნობით, მასში მონაწილეობას პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს.

"სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები, ასევე, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრა 20:00-ზე დაიწყება" - ნათქვამია TV იმედის საინფორმაციო გამოშვებაში.

იქამდე, ქართული ოცნების პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები". ანონსში მმართველი გუნდის პრესსამსახურს ბიძინა ივანიშვილი არ ჰყავდა ნახსენები.

კომენტარები