თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისათვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ დაუყოვნებლივ გადმოცემული უნდა იქნას საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის.





