აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, აიხან ჰაჯიზადას თქმით, აზერბაიჯანმა ეკონომიკურ ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი ოფიციალურად შეიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
ეს განცხადება აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტს მოჰყვა, რომლის დროსაც ალიევმა და პუტინმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
მანამდე, 3 ივლისს ასტანაში შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე აზერბაიჯანმა ჩინეთთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცი მიიღო. მასში ეწერა, რომ აზერბაიჯანი BRICS-ში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამდა, ხოლო ჩინეთი ორგანიზაციის თანამშრომლობაში აზერბაიჯანის მონაწილეობას მიესალმებოდა.
2006 წელს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა ეკონომიკური ორგანიზაცია BRIC-ი დააარსეს. შემდგომ, 2010 წელს, ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკაც მიემატა და ორგანიზაციას BRICS-ი გადაერქვა, რათა შემავალი წევრი ქვეყნების სახელწოდებებთან შესაბამისობა არ დარღვეულიყო.
მოგვიანებით, 2024 წლის იანვარში BRICS-ს 5 ქვეყანა შეემატა: ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.