2024 წელს გარდაცვლილები

88 წლის ასაკში ამერიკელი ტელეწამყვანი ფილ დონაჰიუ გარდაიცვალა

ფილ დონაჰიუ
Hollywood Reporter

88 წლის ასაკში ამერიკელი ტელეწამყვანი ფილ დონაჰიუ გარდაიცვალა. 

დონაჰიუმ კარიერა რადიოში, 1957 წელს დაიწყო. მოგვიანებით ჰქონდა საკუთარი პოლიტიკური შოუ სატელევიზიო არხ WHIO. მის რესპოდენტებს შორის იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი, შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი მალკოლმ იქსი, ცნობილი შოუმენი ჯონი კარსონი და სხვები.

1967 წელს დონაჰიუ გადადის სატელევიზიო არხ WLWD-ში, სადაც საკუთარი პროექტი The Phil Donhue Show-ს წამყვანი ხდება. ლეგენდარული შოუ ეთერში 29 წლის განმავლობაში გამოდიოდა.

1980-იან წლებში, საბჭოთა ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერთან ერთად წაიყვანა აშშ-სა და სსრკ-ს ერთობლივი ტელეხიდის რამდენიმე ეთერი.

არის საპრეზიდენტო თავისუფლების მედლის მფლობელი, 20 სატელევიზიო პრემია ემის გამარჯვებული, ტელევიზიის დიდების დარბაზის საპატიო წევრი.

კომენტარები