არჩევნები 2024

დოლიძე: შტაბის მამასახლისი დავით გამყრელიძე იქნება - პატრიოტი ადამიანი, წარმატებული მეწარმე

თქვენ ნახეთ ჩვენი განსხვავებული და ფართომასშტაბიანი შტაბი, რომელიც ქართული ოცნების შტაბებისგან განსხვავებით, ყინულის სასახლე კი არ იქნება, ეს იქნება ადგილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი ყველა დღევანდელი და მომავალი ამომრჩევლისთვის, ჩვენი ყველა მხარდამჭერისთვის, ყველასთვის, ვისაც უნდა, გვითხრას რაღაც ჩვენ, ჩვენთან ერთად გავიდეს ფონს და გადაარჩინოს ეს ქვეყანა.

ამავე დროს, ძალიან მიხარია, რომ ამ შტაბის მამასახლისად დღეს ჩვენ მივესალმებით ბატონ დავით გამყრელიძეს. მე მაქვს განსაკუთრებული მიზეზი ამისთვის იქიდან გამომდინარე, რომ გარდა იმისა, რომ ბატონი დავითი არის გამორჩეული პროფესიონალი, გამოცდილი პოლიტიკოსი, წარმატებული მეწარმე, გარდა ამისა, მე მას დავახასიათებდი როგორც განსაკუთრებულად მებრძოლ და პატრიოტ ადამიანად.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა ანა დოლიძემ საარჩევნო შტაბის გახსნაზე.

კომენტარები