არჩევნები 2024

ოდიშარია: გორბი ძალიან ახლოსაა ხოლმე რეალობასთან, იმედია, ჩვენი ნდობა კიდევ მოიმატებს

განსხვავებით ოპოზიციური ტელევიზიების მიერ დაკვეთილი ამ ტიპის კვლევებისგან, ისევე როგორც რადიკალების პარტიებისგან განსხვავებით, როგორც წესი, "გორბი" ძალიან ახლოს არის ხოლმე რეალობასთან. მათ განაცხადეს, რომ პლუს-მინუს ცდომილების სამ პროცენტზეა საუბარი.

ვფიქრობ, ქართული ოცნებისათვის ეს არის კარგი შედეგი. მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს ნდობისათვის. კიდეც ვამბობდით, რომ ასეთი ტიპის, ასეთი მასშტაბის ნდობა გვაქვს. მე ვიმედოვნებ, რომ ეს მოიმატებს წინასაარჩევნოდ, რადგან შევალთ დებატებში, ძალიან ბევრი რამ გამოირკვევა, ბევრ რამეს აეხდება ფარდა და ამ ადამიანების ეს მყიფე რეიტინგი, დარწმუნებული ვარ, დაიწევს და ძალიან ბევრ მათგანს გაუჭირდება ბარიერის გადალახვა, იმიტომ, რომ ჯერ ხალხს არ აქვს გაანალიზებული. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია TV იმედის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას 59.3% მისცემდა ხმას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სტრატეგია აღმაშენებლის პლატფორმას - 13.1%, კოალიცია ლელო/ანა დოლიძე - ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს - 5.8%, კოალიცია ახალი/გირჩი - მეტი თავისუფლება/დროას - 5.5%, გახარიას პარტიას კი 4.8%.

კომენტარები