ჩრდილოეთ კორეა დეკემბრიდან ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმს სრულად განაახლებს. პირველ ეტაპზე, ტურისტები დაიშვებიან ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამჯიონის რეგიონში. ტურისტული კომპანიების მიხედვით, სავარაუდოდ, მალევე ტურიზმი მთელ ქვეყანაში აღდგება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტურისტული მიზნით ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა კოვიდ პანდემიის პერიოდში აიკრძალა. გასულ წელს, ჩრდილოეთ კორეამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შეშვება დაიწყო, მათ შორის, რუსეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების მცირე რაოდენობისაც. მიუხედავად ამისა, ოფიციალურად, საერთაშორისო ტურიზმი ქვეყანაში 2020 წლიდან აკრძალულია
"ჩვენ მივიღეთ დასტური ჩვენი ადგილობრივი პარტნიორისგან, რომ ტურიზმი სამჯიონსა და სავარაუდოდ დანარჩენ ქვეყანაშიც 2024 წლის დეკემბერში ოფიციალურად განახლდება" – წერს ჩინეთში დაფუძნებული ტურისტული კომპანია.
ტურიზმი ჩრდილოეთ კორეისთვის უცხოური ვალუტის მიღების მნიშვნელოვანი წყაროა. 2019 წელს ქვეყანამ 350 000-მდე ტურისტი მიიღო, მათგან უმეტესობა ჩინეთიდან. ჯამში, 2019 წელს ტურიზმით ჩრდილოეთ კორეამ $175 მილიონი გამოიმუშავა. 2020 წელს საზრვრების სრულად ჩაკეტვამ დიდი ზიანი მიაყენა ისედაც მრავალმხრივი სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანას.





