საბერძნეთი

საბერძნეთში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ფოტო: Reuters 

საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთით 11 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი 25 მეტრამდე აღწევს.

დედაქალაქიდან 35 კილომეტრში დაახლოებით 15:00 საათზე გაჩენილ ხანძარს 400-ზე მეტი მეხანძრე, 110 სახანძრო მანქანა და უამრავი მოხალისე ებრძოდა. მზის ჩასვლამდე 15 სახანძრო თვითმფრინავი და 9 ვერტმფრენი აქტიურად ებრძოდა ხანძარს. ცეცხლმა მნიშვნელოვნად დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც, თუმცა რაოდენობა ჯერ უცნობია.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა მარათონის ტბისკენ. მარათონის ტბა საბერძნეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსაცავია, რომელიც წყლით ამარაგებს ათენს.

ევაკუაციასთან დაკავშირებული შეტყობინებები ხანძრის მახლობლად მდებარე სოფლების მცხოვრებლებსაც გაუგზავნეს.

დღის მეორე ნახევარში, ევაკუაციის შეტყობინებები ასევე მიუვიდათ ათენის ზოგიერთ ჩრდილოეთ გარეუბნის მცხოვრებლებს. პოლიციის ცნობით, ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, ძირითადად მოხუცების, ასევე ისეთი ადამიანების, რომლებმაც არ გაითვალისწინეს გაფრთხილებები.

სახანძრო ბრიგადის ინფორმაციით, მეზობელ ქალაქ ვარნავასში სახლები და სხვა სახის ქონება დაიწვა. მეხანძრეებმა ასევე მოახერხეს 25-მდე მანქანიდან იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ.

სახანძრო ბრიგადა მუშაობდა მთელი ღამის განმავლობაში "მაგრამ ზეადამიანური ძალისხმევის მიუხედავად, ხანძარი სწრაფად გავრცელდა". - თქვა პრესსპიკერმა ვასილის ვატრაკოგიანისმა ორშაბათს დილით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მარათონში ერთი მეხანძრე კიდურების მეორე ხარისხის დამწვრობით, ხოლო ხუთი ადამიანი კი სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს:

ძვირფასო თანამემამულეებო!

ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერბს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.

საელჩო თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას!

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

კომენტარები