ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელში ჰეზბოლასთან აფილირებული მედია Al Mayadeen-ი აიკრძალა

Bilal Hussein/AP

ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა შლომო კარჰიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ისრაელში ლიბანურ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლასთან აფილირებული მედია Al Mayadeen-ი აიკრძალა. ბრძანების მიხედვით, სამართალდამცველებმა ამოიღეს ტელეკომპანიის ტექნიკა და მათ ონლაინ არხებზე შეუზღუდეს წვდომა. 

ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა თქვა, რომ Al Mayadeen-ში ტერორისტების წარმომადგენლები თავს ჟურნალისტებად ასაღებდნენ. 2023 წლის ნოემბერში ისრაელში Al Mayadeen-ის ფილიალის დახურვას მხარი დაუჭირა ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა, თუმცა ამ დროს არხის დახურვის გადაწყვეტილება კომუნიკაციის მინისტრს არ მიუღია. საბოლოოდ, ისრაელის მთავრობის ეს ნაბიჯი გამოიწვია ორი კვირის წინ Al Mayadeen-ის ეთერში დასახლება მაჯდა შამსიდან გაკეთებულმა რეპორტაჟმა. მაჯდა შამსი ისრაელში მუსლიმი დრუზებით დასახლებული ტერიტორიაა, რომელზეც იერიში ჰეზბოლამ მიიტანა და სტადიონზე მყოფი 12 ბავშვი გარდაიცვალა. რეპორტაჟში ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ დრუზების დასახლებას ისრაელი დაესხა თავს. 

"ჰეზბოლასთან აფილირებული ჟურნალისტისთვის ნების დართვა, რომ ჰეზბოლას მოწყობილი ტრაგედიის ადგილიდან იმუშავოს აბსურდია ყველა დონეზე" - თქვა შლომო კარჰიმ. 

Al Mayadeen-ი ისრაელის ამ ნაბიჯს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს. 

კომენტარები