დენდროლოგიური პარკი

ხვიჩია: ბატონ ბიძინას არაკვალიფიციური თანამშრომლები ჰყავს ან ნაცების წყევლამ ხე გაახმო

ჩემი აზრით, სულ ორი ვერსია შეიძლება დავუშვათ ბაობაბის ხეების გახმობასთან დაკავშირებით. 1. ბატონ ბიძინას ჰყავს არაკვალიფიციური თანამშრომლები ხეების მოვლაშიც ან მეორე ვარიანტია, რომ ნაცების წყევლამ ხე გაახმო.

ეს განცხადება მაინც წააგავს იმას, რომ ბატონო ბიძინა, ჩვენ არ დაგვაბრალოთ ხეების გახმობა, ორი წელი რომ კარგად ვერ მოვუარეთ, სათანადოდ, ნაცებს დააბრალეთო..

პოლიტიკური ნაწილი ამას არ გააჩნია, ჩემი აზრით. ხე გახმა უბრალოდ.

გირჩის წევრი იაგო ხვიჩია დენდროლოგიური პარკის განცხადებაზე, რომ "ჩასაფრებული პოლიტიკანების" და "მათ შირმად ქცეული" NGO-ების "ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრების" გამო, ბაობაბების კენიიდან საქართველოში გადმოტანის პროცესი გაჭიანურდა და რვავე ხე გახმა.

კომენტარები