დენდროლოგიური პარკი

ობოლაძე: შეიძლება, გაგიხმა ხე და გაგიხმეს ძალაუფლების ხეც

ძალიან დიდი არაადეკვატურობაა, დააბრალო ვინმეს ხის გახმობა და ისაუბრო ამ თემაზე, როცა საუბრობ ბაობაბების შემოტანაზე ქვეყანაში და არ საუბრობ ემიგრანტების დაბრუნებაზე...

...შეიძლება, გაგიხმა ხე და გაგიხმეს ასევე ძალაუფლების ხეც. ამიტომ, პრობლემაა, რასაც ივანიშვილი აკეთებს და შეუძლია, პრობლემები თავის თავში ნახოს. პრობლემაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი მმართველი, რომელიც დარდობს ხეებზე და არ დარდობს ადამიანზე...

ენმ-ს წევრი ნიკა ობოლაძე დენდროლოგიური პარკის განცხადებაზე, რომ "ჩასაფრებული პოლიტიკანების" და "მათ შირმად ქცეული" NGO-ების "ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრების" გამო, ბაობაბების კენიიდან საქართველოში გადმოტანის პროცესი გაჭიანურდა და რვავე ხე გახმა.

კომენტარები