დენდროლოგიური პარკი

ოცნების დეპუტატი 8 ბაობაბის გახმობაზე: პრეზიდენტიც კი რეკავდა კენიაში და პროცესი შეფერხდა

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პრეზიდენტიც კი იყო ჩართული, რომელიც პირდაპირ რეკავდა თურმე კენიაში, რომ თურმე როგორ შეიძლებოდა ბაობაბების საქართველოში გადმორგვა. ამ პროცესის გაჭიანურების შედეგად, დღეს ვნახეთ, რომ რვავე ხე არის გამხმარი, რითაც დაზიანდა როგორც პარკის ინტერესი, ასევე საზოგადოებრივი ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პარკი არის უფასო, საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა, რომ მივიდეს, დაისვენოს, დატკბეს იმ გარემოთი, რომელიც პარკში არის.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, არჩილ გორდულაძე დენდროლოგიური პარკის განცხადებაზე, რომ "ჩასაფრებული პოლიტიკანების" და "მათ შირმად ქცეული" NGO-ების "ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრების" გამო, ბაობაბების კენიიდან საქართველოში გადმოტანის პროცესი გაჭიანურდა და რვავე ხე გახმა.

"2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 08 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკელ "გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ, მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა" - წერს დენოდროლოგიური პარკი.

კომენტარები