ამ დენდროლოგიური პარკის შექმნის გაცხადებული მიზანი რაც არის, ზუსტად ამ მიზნის მიხედვით მოხდება ყველა ეტაპის გავლა. როგორც იცით, ეს პარკი ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, მათ შორის, თქვენი რეპორტაჟებიდანაც გავიგეთ, რომ ეს პარკი დამატებითი ექსპონატებითა თუ ბუნების ძეგლებით შეივსება და ამის შემდეგ იქნება. ჩემთვის მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტის ქველმოქმედება გასწია და ეს არის სწორედ ის, რაც, მე მგონი, თქვენც უნდა განიშნებდეთ იმისკენ, რომ ასეთი, დიდი საქმეები უანგაროდ კეთდება.
დენდროლოგიური პარკი
პაპუაშვილი: ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტის ქველმოქმედება გასწია – დიდი საქმეები უანგაროა
tbl.ge/6f8c
დაკოპირდა

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
გამოცემა პუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის 100%-იანი წილი ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადაფორმდა. პუბლიკა წერს, რომ 6 ივნისს, ეკატერინე ხვედელიძეს, ურეკი რეზიდენსის 100%-იანი წილი ბერა ივანიშვილმა აჩუქა. გამოცემის ცნობითვე, ბერა ივანიშვილამდე 2016 წლიდან ურეკი რეზიდენსის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო.
ამავე თემაზე
- ხვიჩია: ბატონ ბიძინას არაკვალიფიციური თანამშრომლები ჰყავს ან ნაცების წყევლამ ხე გაახმო
- ობოლაძე: შეიძლება, გაგიხმა ხე და გაგიხმეს ძალაუფლების ხეც
- ოცნების დეპუტატი 8 ბაობაბის გახმობაზე: პრეზიდენტიც კი რეკავდა კენიაში და პროცესი შეფერხდა
- გახარია დენდროლოგიურ პარკის გახსნაზე: სიმართლე მაინც იმარჯვებს
- კახაძე: დენდროპარკებს აქვს როგორც კულტუროლოგიური, ისე სამეცნიერო მნიშვნელობა




