დენდროლოგიური პარკი

გახარია დენდროლოგიურ პარკის გახსნაზე: სიმართლე მაინც იმარჯვებს

გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და ეს არ იყო მნიშვნელოვანი დღე მხოლოდ გურიისთვის, როდესაც გაიხსნა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, უნიკალური პროექტი, რომელიც განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად და რომელიც მიუხედავად სამი წლის ცილისწამებისა და თეთრზე შავის ძახების, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა და ჩვენი მოქალაქეები თვითონ, თავისი თვალით ხედავენ, თუ რა და რამხელა შედეგია დღეს ამ პარკში, როგორც ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. სიმბოლური გახლავთ ის, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე, ბუნების დიდი სიყვარული და ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის უნიკალური პარკი, ეს გახლავთ მსოფლიოში უნიკალური პარკი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთხელ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფრის მიუხედავად, სიმართლე მაინც იმარჯვებს

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა. 15 ივლისს შეკვეთილში ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი გახსნა, სადაც ხეების გადატანის გამო არაერთხელ შეფერხდა მოძრაობა აჭარასა და გურიაში.

კომენტარები