ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.01 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.15 თეთრით. 9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6967 ლარია, ერთი ევროსი - 2.9451 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო - 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი - 2.95 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები