ვეტერანი ფეხბურთელები

21 სექტემბერს, თბილისში საქართველოს ნაკრებისა და მილანის ვეტერანების მატჩი გაიმართება

21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება. თამაში 19:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის, დავით მუჯირის თქმით, მატჩში მილანის შემადგენლობაში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ითამაშებენ, როგორებიც არიან: კაკა, კაფუ, რივალდო, ზეედორფი და კოსტაკურტა. გუნდების სრული შემადგენლობა კი ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ასევე დავით მუჯირის განცხადებით, თამაშში საქართველოს ვეტერანთა ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება.

კომენტარები