საფრანგეთი

მონბლანიდან ყინულის მასის ჩამოშლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

PHILIPPE DESMAZESAFP

საფრანგეთის ალპებში, მონბლანიდან ყინულის მასალის ჩამოშლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა ოთხი. ყინულის მასა 5 აგვისტოს დილის 3 საათზე ჩამოიშალა მონბლანის ტაკულის რეგიონში. ამ დროს მთამსვლელების 15-კაციანი ჯგუფი ზღვის დონიდან 4 100 მეტრზე შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა.

დაშავებულებიდან ერთი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, ხოლო სამი მსუბუქადაა დაშავებული. სამაშველო ჯგუფებმა მთამსვლელების გადასარჩენად ვერტმფრენი და ძაღლები გამოიყენეს. პოლიციამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ გარდაცვლილი მთამსვლელი საფრანგეთის მოქალაქე იყო. ჯგუფის სხვა წევრები ესპანეთის და შვეიცარიის მოქალაქეები არიან. ექსპერტების ცნობით, ყინულის მასის ჩამოშლა მყინვარზე მიმდინარე ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია. 

კომენტარები