რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NYT: უკრაინა წელს ბრძოლის ველზე ათზე მეტ F-16-ს ვერ გამოიყენებს

უკრაინის საჰაერო ძალების F-16  
AP Photo/Efrem Lukatsky

The New York Times-ის ინფორმაციით, წელს უკრაინა ბრძოლის ველზე ათზე მეტ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს ვერ გამოიყენებს.

როგორც NYT-ი წერს, წელს F-16-ების ფრენას მხოლოდ 20 უკრაინელი პილოტი შეძლებს, შესაბამისად, კიევს საბრძოლოდ მხოლოდ 10 ავიაგამანადგურებლის გამოყენება შეეძლება, რადგან თითო თვითმფრინავს ორი მფრინავი სჭირდება. ამის შესახებ გამოცემასთან ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად ისაუბრეს.

4 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორების მიერ მიწოდებული ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-16-ები წარადგინა. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებსა და დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით, დანიას, ნიდერლანდებსა და აშშ-ს. 

აქამდე The Economist-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინამ პირველი 10 ცალი F-16 მიიღო. 

ავიაგამანადგურებლები უკრაინამ NATO-ს ევროპული ქვეყნებისგან ვაშინგტონის შუამავლობით მიიღო. გასულ თვეებში მოკავშირეები, მათ შორის დანია და ნიდერლანდები, კიევს რამდენიმე ათეულ F-16-ს დაჰპირდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, მიწოდების პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება.

 

კომენტარები