საქართველოს საპატრიარქო

მთავრობამ საპატრიარქოს 472 კვ/მ მიწა 1 ლარად გადასცა

საქართველოს საპატრიარქო

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის 31 ივლისის განკარგულებით, საპატრიარქოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თბილისში მდებარე 472 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. 

"სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, მარუაშვილის ქუჩა 50-ში მდებარე 472 კვ/მ მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას" - წერია განკარგულებაში. 

დოკუმენტის მიხედვით, პრივატიზების პირობად განსაზღვრულია საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში. 

კომენტარები