აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის თქმით, Fox News-ის ეთერში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთან და ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დებატში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, დებატებისთვის 10 სექტემბერს ABC News-ში გამოცხადდება, როგორც ტრამპი აქამდე ჯო ბაიდენთან შეთანხმდა.
"საინტერესოა, რომ "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას" გახდა "ერთ კონკრეტულ დროს, ერთ კონკრეტულ უსაფრთხო ადგილას". 10 სექტემბერს იქ ვიქნები, როგორც ის დათანხმდა. იმედი მაქვს, იქ ვნახავ". - დაწერა ჰარისმა X-ზე.
ჰარისის კამპანის მტკიცებით, "დონალდ ტრამპი შეშინებული გარბის" და იმედოვნებს, რომ Fox News-ი ABC News-თან უკვე შეთანხმებული დებატებისთვის თავის არიდებაში დაეხმარება.
"უნდა თამაშების თამაშს შეეშვას და იმ დებატებზე მოვიდეს, რომელსაც 10 სექტემბერს დათანხმდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიცეპრეზიდენტი იქ იქნება, რათა შესაძლებლობა გამოიყენოს და პრაიმ-ტაიმის დროს მაყურებლებს მიმართოს". - წერს მაიკლ ტაილერი, ჰარისის კამპანიის კომუნიკაციის დირექტორმა CBS News-ისთვის მიწერილ განცხადებაში.
მანამდე, ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებზე Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა და საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა, რომ დებატები პენსილვანიაში, 4 სექტემბერს გაიმართება და მისი მოდერატორები Fox News-ის წამყვანები, ბრეტ ბაიერი და მართა მაკკალუმი იქნებიან.
"FoxNews-თან შევთანხმდი, რომ კამალა ჰარისთან ოთხშაბათს, 4 სექტემბერს, დებატი მექნება. აქამდე დებატი ABC-ზე მძინარე ჯოსთან იყო დაგეგმილი, მაგრამ გაუქმდა, რადგან ბაიდენი მონაწილე აღარ იქნება და მე ABC Network-ისა და ჯორჯ სლოპადოპოლოსის წინააღმდეგ სასამართლო პროცესში ვარ ჩართული, ამიტომ ინტერესთა კონფლიქტი იქმნება". - დაწერა ტრამპმა.





