ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მიშა სააკაშვილი არის იდეალურ პირობებში.
[...] ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა და მიუღებელი არის ის, რომ ქართული ოცნება უქმნის მას ისეთ პირობებს და შესაძლებლობებს - პლატფორმას აძლევს, რომ ადამიანმა სასამართლო პროცესიდან საარჩევნო კამპანია ატაროს.
ფაქტობრივად, მიშა სააკაშვილი მართავს პარტიასაც, ნაციონალურ მოძრაობასაც, იმ გამოყოფილ პარტიასაც (ახალ ნაციონალურ მოძრაობას), ეს ყველაფერი აგიტაციის ფონზე ხდება სასამართლო დარბაზიდან.





