თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩერგოლეიშვილი: აუცილებლად გაგრძელდება ის საქმე, რაც ასე მოგწონდათ ევროპულ საქართველოში

ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი, ჩვენი იდეების ამომრჩეველი, იქ, სადაც ჩვენს იდეებს მოუწევს ისეთი უწესო ბრძოლების გავლა, იმიტომ, რომ ყველა შეთანხმება დაირღვა, ყველა წესი დაირღვა. რაც კი 30 წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ჩირქი დაგროვილა, ეს ყველაფერი 10 დღეში ამოიფრქვა ევროპულ საქართველოში და ამას ყველაფერს უყურა საშუალოდ 25 წლის ასაკის ხალხმა, რომელმაც 3 წელი აკეთა ეს ყველაფერი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი, ქართველი, მაშასადამე ევროპელი, ლაზარე გრიგორიადისის კამპანია, ახალი რესპუბლიკა, ყველაფერი, რამაც ევროპული საქართველოს რეიტინგი გაზარდა. და უცებ უყურებდნენ ამ მოქკავშირის ლანდებს, რომლებიც ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ საკუთარ პარტიაში საკუთარი ამომრჩევლისთვის არჩევანის გაყალბებას.

...ჩვენ პარტიას ვაფუძნებთ, ჩვენი პარტია არის ჩვენი იდეები, დიგიტალურია, ყველაფერი მაქვს ერთ ყუთში... დავაფუძნებთ კიდეც პარტიას, დანარჩენს შევხედავთ.

მოძულეებს მინდა მივმართო - იმაზე ბრიყვები ხართ, ვიდრე იყავით იქამდე, რადგან ახლა მე ბევრად  ძლიერი ვარ გამოსული ამ პროცესიდან, ევროპულ საქართველოში მივედი ერთი გიჟთამარა, რომელიც ყველას ეჩხუბება, ხო? იქ შევედი და 3 წლის განმავლობაში გაირკვა, რომ თბილისში შეგიძლია მიწაზე გართხმული, 1%-იც რომ არ აქვს პარტიას, 7.5%-მდე აიყვანო, და იმ პარტიიდან გამოხვიდე 900 ადამიანით, რომელიც მზად არის უანგაროდ, ყოველგვარი ფულის გარეშე, ყოველგვარი ტრანსპორტირების გარეშე, დილით წამოხტეს და გაიქცეს, რომ მხარი დაგიჭიროს.

ამ ხალხთან დაახლოებული ვარ უკვე, ამ ხალხს ერთი სული აქვს, რომ დავაფუძნო პარტია და 900-ვე დელეგატი მოვიდეს და ხელი მოაწეროს პარტიის დაფუძნებას. პირიქით, ძალიან კარგია, მე ვიცი უკვე როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, იმ პარტიამ ამის შესაძლებლობა მომცა, დიდი მადლობა ამისთვის.

უბრალოდ, როგორც კი ძალაუფლების დამსახურებულ გაყოფამდე მივიდა საქმე, იმ წუთში, ეს ორი მამაკაცი ასე სამარცხვინოდ აფეთქდა, ასე შეირცხვინეს თავები პარტიის ახალგაზრდობასთან, ადამიანებთან, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ სტიმული, რომ პოლიტიკაში ჩაერთონ, მაგრამ მე პირობას ვაძლევ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ამ სტიმულს არ დავუკარგა, აუცილებლად გაგრძელდება ის საქმე, რაც ასე მოგწონდათ ევროპულ საქართველოში. [ნახავთ, რომ] საქმე ნომერში არ ყოფილა და საქმე იდეებში, შინაარსსა და ტექნოლოგიებშია.

თამარ ჩერგოლეიშვილი ფორმულას ეთერში.

პირველ აგვისტოს გიგა ბოკერიამ თანამოაზრეებთან ერთად ევროპული საქართველო დატოვა.

კომენტარები