ხანძარი კალიფორნიაში

ჩრდილოეთ კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს მეხანძრეები უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან

ფოტო: REUTERS/Fred Greaves

ჩრდილოეთ კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს მეხანძრეები უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან.

ოფიციალური წყაროების ცნობით, პარკში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამოქალაქო პირმა ცეცხლმოკიდებული მანქანა ხევში ჩააგდო.

ერთ საღამოში ცეცხლი 148,924 ჰექტარ მიწას მოეკიდა. ბუტის ოლქის პროკურორის, მაიკ რემზის თქმით, ხანძრის გაჩენაში ბრალდებული ბუტის ოლქის მოსამართლის ორდერის საფუძველზე დააპატიმრეს.

Cal Fire-ის ცნობით, შტატის ისტორიაში სიდიდით მეექვსე ტყის ხანძარი სან-ფრანცისკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 290 კილომეტრის მოშორებით დაიწყო.

ხანძრის ფართობი პარასკევიდან კვირამდე ზომაში ორჯერ გაიზარდა და დაახლოებით ოთხი ოლქის 114-მდე ობიექტი გაანადგურა.

ხანძრის გამო რამდენიმე დასახლებაში ევაკუაცია დაიწყო, მათ შორისაა ქალაქი პარადაისი, რომელიც 2018 წელს კოცონით გაჩენილი ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა. ეს შტატის ისტორიაში  ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარი იყო.

კომენტარები