ხანძარი კალიფორნიაში

ტრამპი კალიფორნიას ხანძრისთვის გამოყოფილი დახმარების შემცირებით ემუქრება

AFP

კალიფორნიის გუბერნატორთან ტვიტერზე კამათის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი შტატს, სადაც რამდენიმე კვირაა მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ფედერალური დაფინანსების შემცირებით დაემუქრა.

ხანძარმა 40,000 ჰექტარზე მეტი გაანადგურა და ათასობით ადამიანს სახლების დატოვება მოუხდა. ტრამპი ამაში დემოკრატ გუბერნატორ გევინ ნიუსომს ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ ის "ტყის მენეჯმენტში" საშინელ საქმეს აკეთებს:

"ყოველ წელს, როცა ხანძარი მძვინვარებს და კალიფორნია იწვის, ერთი და იგივე რამ ხდება - ის მოდის და ფედერალურ მთავრობას $$$ დახმარებას სთხოვს. ეს აღარ მოხდება. შენს საქმეებს ეფექტურად მიხედე გუბერნატორო." დაწერა ტრამპმა, რაზეც ნიუსომმა უპასუხა:

"შენი კლიმატის ცვლილების არ გჯერა. ამ საუბარში ნუ ჩაერევი."

პრეზიდენტი კალიფორნიას გასულ წელსაც დაემუქრა, როდესაც ხანძარმა 86 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ ტრამპმა ხანძრისაგან დაზარალებულ კალიფორნიაში ვიზიტისას თქვა, რომ სხვა ქვეყნებს ტყის ხანძრების პრობლემა მოგვარებული აქვთ, მაგალითად, ფინეთში ტყეებს წმენდენ და მოფოცხვის პრობლემაც არ აქვთ. ტრამპი ირწმუნებოდა, რომ ეს ფინეთის პრეზიდენტმა უთხრა, თუმცა საული ნიინისტემ მსგავსი ფაქტი უარყო.

ამჟამად კალიფორნიაში ხანძრის 76% ლოკალიზებულია. მოხსნილია ევაკუაციის ბრძანება.

კომენტარები