ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში, სიერა ნევადას მთებში ხანძრის გამო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

კალიფორნიაში, ქალაქ ფრესნოსთან, სიერა ნევადას მთებში მდინარე სან ხუაკინზე მდებარე რეზერვუართან ტყის ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამო ტერიტორიაზე ჩარჩა ათეულობით ადამიანი, რომლებიც გამოსვლას ვერ ახერხებენ. მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია. ვერტმფრენებით 63 ადამიანის გამოყვანა უკვე მოხერხდა. 2 ადამიანი მძიმედ არის დაშავებული. მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ ათმა. უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება რეზერვუარის ტერიტორიაზე.

ცეცხლი სიენა ნევადას მთებში 2023 ჰექტრამდე ტყიან ტერიტორიაზე გავრცელდა.

კალიფორნიის შტატში ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები