ჰოლივუდი

INSIDE OUT 2 ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ანიმაცია გახდა

Inside Out 2
AZCentral

Inside Out 2 ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაცია გახდა.

Disney-სა და Pixar-ის ერთობლივმა პროექტმა მსოფლიო კინოგაქირავებაში $1 505 606 731 გამოიმუშავა, აქედან $600 000 000 მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე.

აქამდე ყველაზე შემოსავლიანი ანიმაცია Frozen II იყო. ამ დროისთვის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციების ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. Inside Out 2 – $1 505 606 731
  2. Frozen II – $1 453 683 476
  3. Super Mario Bros. – $1 361 992 475
  4. Frozen – $1 306 000 529
  5. Incredibles 3 – $1 243 225 667

Inside Out 2-ის ნახვა საქართველოში კინოთეატრების ქსელ Cavea-შია შესაძლებელი.

კომენტარები