ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 22 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.08 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.34 თეთრით. 22 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6953 ლარია, ერთი ევროსი - 2.9516 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.76 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.72 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები