აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2024

ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში ვიზიტისას, 2024 წლის 12 იანვარი
REUTERS/Leah Millis

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას ეთიშება. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობა იყო, მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია, რომ დათმობაზე წავიდე და ყურადღება დავუთმო ვადის დასრულებამდე ჩემს საპრეზიდენტო მოვალეობებს". - წერს ბაიდენი.

განცხადების გავრცელებიდან მალევე ბაიდენმა X-ზე თანაპარტიელებს აცნობა, რომ იგი დემოკრატიული პარტიის კანდიდატად 2024 წლის არჩევნებზე მხარს ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს უჭერს მხარს.

კომენტარები