ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელმა საჰაერო იერიშით ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის საველე მეთაური მოკლა

ისრაელის მიერ მოკლული ჰეზბოლას ელიტური დაჯგუფების საველე მეთაური, ალი-ჯაფარ მატუკი
ჰეზბოლა

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს ინფორმაციას, რომ საჰაერო იერიშის შედეგად სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის, რადვანის უფროსი საველე მეთაური, ალი-ჯაფარ მატუკი მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია ჰეზბოლას ტერორისტულმა დაჯგუფებამაც დაადასტურა.

IDF-ის თქმით, მატუკი, რადვანის ძალის რეგიონული დანაყოფის ოპერაციების ოფიცერი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელზე მიტანილ იერიშებზეა პასუხისმგებელი.

მატუკმა მეთაურის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც მისი წინამორბედი, ალი აჰმედ ჰასინი აპრილის დასაწყისში ისრაელის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მატუკი ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე მიტანილ ერთ-ერთ იერიშს ემსხვერპლა, ხოლო Reuters-ის ცნობით, თავდასხმის დროს კიდევ 18 პირი დაშავდა.

კომენტარები