ისრაელის თავდასხმას სამხრეთ ლიბანზე, დასავლეთ ბექაას უბანში სუნიტური ისლამისტური ორგანიზაცია ალ-ჯამაა ალ-ისლამიას ლიდერი მოჰამედ ჯაბარა ემსხვერპლა. ისრაელმა საჰაერო იერიში 18 ივლისის დილას მიიტანა. თავდაპირველად ჯაბარას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ლიბანურმა მედიამ გაავრცელა.
ალ-ჯამაა ალ-ისლამია სუნიტური ისლამისტური მოძრაობაა, რომელიც უფრო ფართო, მუსლიმური საძმოს პოლიტიკური ქსელის ნაწილია. ალ-ჯამაა ალ-ისლამიას აქვს თავისი შეიარაღებული დანაყოფი - ალ-ფაჯრის ძალები, რომელიც შიიტურ ჰეზბოლასთან ერთად სისტემატურად თავს ესხმის ისრაელის ტერიტორიას.
როგორც ცნობილია, საჰაერო იერიში, რომელსაც მოჰამედ ჯაბარა ემსხვერპლა, ლიბანი-ისრაელის საზღვრიდან 40 კილომეტრში განხორციელდა.



!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)

