არჩევნები 2024

მელია გილაურზე: სიმართლე რომ იყოს, სიამაყით ვიტყოდით, ოპოზიციას გააძლიერებდა

ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ის, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და უბრალოდ ვიცნობთ ერთმანეთს, არ ნიშნავს, რომ მსგავსი რამ ხდება,

მე პირადად გამიხარდებოდა რაც შეიძლებოდა მეტი კვალიფიციური, პროფესიონალი, ძალიან წარმატებული ქართველი, რომელიც სხვადასხვა სფეროშია ახლა დაკავებული, იქნება ეს კერძო სექტორი, საგარეო ფრონტი, საერთაშორისო ორგანიზაციები, მიმოფანტულები არიან ქართველი ტალანტები სხვადასხვა მიმართულებით, გამიხარდება თუ ბევრი მათგანი საზოგადოებრივ-პოლიტიკურად გააქტიურდება, მაგრამ ის რაც გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს. 

სიმართლე რომ იყოს, ამის თქმის შესაძლებლობა რომ ვინმეს ჰქონდეს, სიამაყით ვიტყოდით, რადგან მგონია, რომ ოპოზიციურ მოძრაობასაც გააძლიერებდა და თუ მაინცდამაინც ჩვენს პლატფორმაზე ვისაუბრებდით, ჩვენ ხომ გაგვაძლიერებდა და გაგვაძლიერებდა, მაგრამ არ მაქვს ამის თქმის  შესაძლებლობა, რადგან, არ შეესაბამება ეს სინამდვილეს, თუ იქნება ამის თქმის შესაძლებლობა მომავალში, მხოლოდ გაგვიხარდება, ჩვენს ინტერესშიც არის.

პარტია ახალის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია TV პირველის ეთერში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ლელოსა და ახალი-დროა-გირჩს შორის უთანხმოება იმის გამო მოხდა, რომ სამი პარტია პრემიერის კანდიდატად ნიკა გილაურს განიხილავდა.

კომენტარები