ლელო ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად, მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის და ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა თავისთავად ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება, არამარტო ლელოსთან, იმიტომ რომ დრო საკმარისი ჯერ კიდევ არის. თუმცა, დღევანდელი განაცხადის შემდეგ, ჩვენ ერთიან კამპანიას დავიწყებთ და დავიწყებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და ასევე, როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ ყველამ ერთად.
tbl.ge/6u3g
დაკოპირდა

ამბობს პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია. ოპოზიციური პარტიები - ახალი, დროა და გირჩი-მეტი თავისუფლება საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




