რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის საჰაერო ძალებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს

Reuters 

8 ივლისს, რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე. რუსეთის თავდასხმის შედეგად 8 ივლისს სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ კიევის ბავშვთა საავამდყოფოში ნაპოვნია 7 ცხედარი.  

დაბომბილია ბავშვთა საავადმყოფო ოხმადტეტი, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ. ამჟამად დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხებზე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი პოპკო ავრცელებენ. კლიჩკოს თქმით, ომის მსვლელობის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმაა უკრაინის დედაქალაქზე.

8 ივლისის დილას, უკრაინის შეიარაღებულმა საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ოლენიას აეროდრომიდან ცაში Ту-95 ტიპის სარაკეტო ბომბდამშენები გაუშვა. მოგვიანებით, უკრაინის ტერიტორიის მასშტაბით საჰაერო იერიშის განგაში გავრცელდა. კიევზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ნამსხვრევები სოლომენსკის, დნეპროვსკის, დარნიცკის, დესნიანსკის, შევჩენკოვსკის და გოლოსევსკის რაიონებში დაეცა. ქალაქ კრივოი როგში თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ პოკროვსკში თავდასხმას 3 ადამიანი ესმხვერპლა.

კომენტარები