აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024

თეთრი სახლი: ბაიდენი არ აპირებს არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურის მოხსნას

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ჯო ბაიდენი არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის მოხსნას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. 

"მას ესმის, რომ სამართლიანია საზოგადოების მხრიდან ამ კითხვის დასმა. ჟან-პიერმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბრიფინგამდე ნახა და ის შესანიშნავად გამოიყურება.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა პრეზიდენტმა შეიცვალოს აზრი საარჩევნო კამპანიის გაგრძელებასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის პრესმდივანი პასუხობს, რომ მას არ შეუძლია დაზუსტებით პასუხის გაცემა იმ გარემოებებზე, რამაც, შესაძლოა, ბაიდენს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

6 ივლისს გავრცელდა NYT-ის ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის მოხსნას განიხილავს. მათი ცნობით, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა მის ერთ-ერთ ახლო პოლიტიკურ პარტნიორს და მოკავშირეს ესაუბრა და უთხრა, რომ მან შესაძლოა ვერ შეძლოს კანდიდატურის "გადარჩენა" თუ ამაში უახლოეს მომავალში საზოგადოებას არ დაარწმუნებს. როგორც ცნობილია, ბაიდენის გარემოცვაში კანდიდატურის გადაყენების შესახებ საუბარი რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ დებატებში შესამჩნევი მარცხის შემდეგ გააქტიურდა.

გამოცემა NYT-ის მიხედვით, ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ განაგრძობს ბრძოლას მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის და იაზრებს, რომ მიმდინარე და მომავალ კვირაში დაგეგმილი საჯარო გამოსვლები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით 5 ივლისს ABC News-ის ეთერში ჩანიშნული ინტერვიუ ჯორჯ სტეფანოპულოსთან და კამპანიები პენსილვანიასა და ვისკონსინში. 

კომენტარები