რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კომპრომისზე არ წავალთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინა ომის დასასრულებლად ტერიტორიების დათმობას არ აპირებს. 

ერმაკი გამოეხმაურა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ომის სწრაფად დასრულებასთან დაკავშირებით.

ერმაკმა აღნიშნა, რომ კიევი აშშ-ის რჩევებს მოუსმენს "სამართლიანი მშვიდობის" მისაღწევად, თუმცა, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობის სანაცვლოდ არ დათმობს. 

"ჩვენ არ ვართ მზად კომპრომისზე წავიდეთ ღირებულებებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი" –ამბობს ერმაკი. 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატების დროს, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო და ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ომის სწრაფად დასრულება შეუძლია. 

კომენტარები