ტრეილერი

ემანუელის დაბრუნება 50 წლის შემდეგ – ცნობილი ეროტიკული ფილმის რიმეიქის ტრეილერი გამოვიდა

ცნობილი ფრანგული ეროტიკული ფილმის, ემანუელის რიმეიქის ტრეილერი გამოვიდა.

ფილმში მთავარ როლს ფრანგი მსახიობი ნოემი მერლანი ასრულებს. სურათში ასევე თამაშობს ბრიტანელი ვარსკვლავი ნაომი უოტსი.

მომავალი ფილმის რეჟისორი ოდრი დივანია, რომელმაც 2021 წელს, ფილმისთვის Happening ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო.

1974 წელს გამოსული ემანუელი 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეროტიკული ფილმია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 80-90-იან წლების საქართველოში და ვიდეოკასეტების გაქირავების პუნქტებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფილმი იყო.

ორიგინალში მთავარ როლს სილვია კრისტელი ასრულებდა.

კომენტარები