საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მამარდაშვილი: მადლობა გულშემატკივარს, რომელიც დაგვხვდა დღეს აეროპორტში

მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, ვინც დაგვხვდა დღეს აეროპორტში. მართლა დასაფასებელია ეს ყველაფერი. არ ვფიქრობ, რომ პირველი ადამიანი ვარ ქვეყანაში, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, უბრალოდ და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა. 

პირველ რიგში, უნდა დავისვენო რამდენიმე დღე. ჩემს მომავალს რაც შეეხება, სამი წელი ჯერ კიდევ კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან და ჯერჯერობით არაფერი მაქვს გადაწყვეტილი, ყველა ერთად დავსხდებით და გადავწყვეტთ ჩემს მომავალს. 

რა თქმა უნდა, ველოდებოდით [ასეთ ემოციებს] იმიტომ, რომ ვიცი, როგორ უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი და ვიცი, რა შეუძლია ფეხბურთს. 

ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ საკუთარი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ და იმ საქმეს მიჰყვნენ, რაც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ.

თქვა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ TV პირველთან საუბრისას. 

ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში 2 ივლისის დილას ჩამოფრინდნენ. გულშემატკივარმა მათ აეროპორტში დახვედრა მოუწყო.

კომენტარები