საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

პარაგრაფ თბილისი 2025 წლის ბოლომდე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება

ეროვნული ნაკრების განცხადებით, დღეს, 14 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სასტუმრო პარაგრაფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - პარაგრაფ თბილისი 2025 წლის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება. 

ხელშეკრულებას სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და სასტუმრო პარაგრაფ თბილისის ფინანსურმა დირექტორმა, ამირან მსუქნიშვილმა მოაწერეს. 

"პირველ რიგში მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სასტუმრო პარაგრაფ თბილისს. დღეს უკვე ოფიციალურად, სასტუმრო პარაგრაფი ჩვენი პარტნიორი გახდა და ეროვნული ნაკრების მასპინძელი სახლი სწორედ ეს სასტუმრო იქნება. დარწმუნებული ვარ, როგორც მათთვის, ისე ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც, ამ ეტაპზე, 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება". - თქვა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. 

კომენტარები