გიორგი გახარია

გახარია: ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი მთავრობის წარმომადგენელი აშშ-ში პერსონალურ შიკრიკად

გიორგი გახარია
Screenshot/YouTube: Giorgi Gakharia

ყოფილი პერმიერმინისტრის და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში გაგზავნილი ჰყავს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი "პერსონალურ შიკრიკად". გახარიას ცნობითვე, წარმომადგენელი პოლიტიკური, ძალოვანი ფიგურაა. 

"ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას, რომ, აი, ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად. გაგზავნილი ჰყავს იქ და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა.

ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუციონალური დემოკრატია, მათ მართლა ჰგონიათ, რომ ტრამპი, დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, ეს გრძელვადიან და საშუალოვადიან ამერიკულ სტრატეგიაზე საქართველოსთან მიმართებაში, რაიმეს რადიკალურად შეცვლის, ეს ჰგონიათ და მეორე, კიდევ ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ეგრეთ წოდებული საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ
პოლიტიკურ, ნუ, ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, აი, ეს ჰგონია ან სწორად, ან თავისი უძლეველობის წარმომსახველად, საოცარია" - თქვა გიორგი გახარიამ გახარიას კვირის ეთერში. 

კომენტარები