მაგრები ვართ, მეტი არაფერი... სასწაული ემოციებია, ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება და ჩემთვის არის სასწაულად სასიხარულო, რომ ბურთის თამაშით ასეთი სიხარული მოვუტანოთ ჩვენს ქართველ ხალხს.
ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია, ყოველთვის ფავორიტია ყველა ტურნირზე, რომელზეც თამაშობს. შევეცდებით, აღვიდგინოთ ძალები კარგად, 90 წუთი ვითამაშეთ და წინ არ ვიცით, რა გველოდება, 90 ან 120 წუთი, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიბრძოლოთ, ისევ ისე, როგორც დღეს ვიბრძოლეთ, ბურთით იქნება თუ უბურთოდ, ჩვენი მაქსიმალური დონე დავანახოთ ისევ მსოფლიოს.





