რუსული რეჟიმი

ოცნების დეპუტატი: ასეთი საქართველო გვინდა, სადაც ვაჟაი ვაჟობდის და ქალაი ქალობდის

ქართველმა ადამიანმა თავისი ისტორია სისხლით დაწერა, გოლგოთა და ჯვარცმა გაიარა. ჩვენ ერთგვარი კავკასიური ვიადოლოროსა გვაქვს გავლილი. ამ უბედურების მიუხედავად, მოვახერხეთ, რომ 21-ე საუკუნემდე ჩვენი სამშობლო და ტრადიციები ღირსებით შევინარჩუნეთ და ზნეობისთვის ზურგი არასოდეს შეგვიქცევია. ქვეყანაში, სადაც ქრისტეს 5 მოციქული მოღვაწეობდა - სადაც ქართველი ადამიანი იცავდა და სისხლს ღვრიდა თავისი სამშობლოსთვის, ქრისტესთვის და ოჯახისთვის, ყალბ, ფსევდოლიბერალურ ფასეულობებს ვერასდროს შემოგვაჩეჩებენ. 

ილია თავის შედევრში, მგზავრის წერილებში ლელთ ღუნიას ათქმევინებს, რომ - ადრიდა გული გულობდის, ვაჟაი ვაჟობდის, ქალაი ქალობდისო და ჩვენ ზუსტად ასეთი საქართველო გვინდა, სადაც ვაჟაი ვაჟობდის და ქალაი ქალობდის. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩვენი ასეულათასობით მოქალაქე ასეთი საქართველოსთვის გამოვიდა [...] ჩვენი გუნდი საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და უწესობის პროპაგანდას არასოდეს დაუშვებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ რუსთაველის სამშობლო. ვართ ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული, დიდი კულტურის შემოქმედი ერი.

თქვა ანტი-ლგბტ კანონზე საუბრის დროს ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი სოსიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები