კრიმინალი

სხვა ქალთან ქმრის სასიყვარულო მიმოწერა გაავრცელა – ქალს 2-წლიანი პირობითი მიუსაჯეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე 30 წლის ქალი ამხილეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ბ-სთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და ისინი კომუნიკაციას სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ახორციელებდნენ.

2023 წლის 28 იანვარს, ბრალდებული ქალი მობილურ ტელეფონში აპლიკაცია "Viber"-ში თავისი მეუღლის სასიყვარულო შინაარსის მიმოწერას გაეცნო. მან მიმოწერის ე.წ. სქრინები გადაიღო და შემდგომში ისინი მეუღლის ნათესავებთან და მეგობრებთან უკანონოდ გაავრცელა". - ნათქვამია სსს-ს განცხადებაში.

დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით და 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა. მას სასამართლოს განაჩენით 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

კომენტარები