ფულადი გზავნილები

15 ქვეყანა, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 284.3 მლნ აშშ დოლარი (772.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 27.1%-ით ნაკლებია 2023 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 16.93% იტალიაზე მოდის - 48.12 მილიონი დოლარი, რაც 7.74%-ით მეტია 2023 წლის მაისთან შედარებით. მეორე ადგილზე გადაინაცვლა რუსეთის ფედერაციამ (16.92%), საიდანაც  გასულ თვეში 48.11 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 69.5%-იანი კლებაა. მესამე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (16.61%) 47.22 მილიონი აშშ დოლარით.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. იტალია - $48.12 მლნ;
  2. რუსეთის ფედერაცია - $48.11 მლნ;
  3. აშშ - $47.22 მლნ;
  4. საბერძნეთი - $22 მლნ;
  5. ისრაელი - $21.78 მლნ;
  6. გერმანია - $21.73 მლნ;
  7. ყაზახეთი - $11.34 მლნ;
  8. თურქეთი - $8.63 მლნ;
  9. ესპანეთი - $5.64 მლნ;
  10. ირლანდია - $5.32 მლნ;
  11. საფრანგეთი - $4.9 მლნ;
  12. ყირგიზეთი - $4.72 მლნ;
  13. აზერბაიჯანი - $4.03 მლნ;
  14. გაერთიანებული სამეფო - $3.66 მლნ;
  15. პოლონეთი - $3.02 მლნ;

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები.

კომენტარები