ლელო არის ერთობის მომხრე. ერთობა შინაარსზე დაყრდნობით წარმოგვიდგენია, რომელიც სინერგიას უნდა იძლეოდეს და არა განზიდვას. შესაბამისად, ჩვენთვის გამარჯვებისა და რუსული რეჟიმის შეცვლის ფორმულა არის ისეთი ერთობებისა და სინერგიების შექმნაში, რომელიც მეტ ამომრჩეველს დააინტერესებს, რომ არჩევნებზე მივიდეს და განზიდვა არ გაუკეთოს იმ შემთხვევებში, თუ ამ კონფიგურაციაში რაიმე მათთვის მიუღებელი აღმოჩნდება.
ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი უნდა არსებობდეს, რომელიც დამატებით სინერგიას შექმნის. შეიძლება, ეს იყოს: შუა და ალტერნატიული ფლანგი. შეიძლება, მეორე მხარეს ის პოლიტიკური ფლანგი იყოს, რომელიც ქართული ოცნების ხედვებთან ბევრად უფრო ახლოსაა. ოცნების ყოფილი წარმომადგენლები. და ნაციონალური მოძრაობა და მათთან ბევრად უფრო კომფორტულად თანამშრომლობაში მყოფი პარტიები. ჩვენი აზრით, ეს სამი ფლანგი ბევრად უფო ეფექტური იქნება, რომლის ფარგლებშიც ყველა ეს პოლიტიკური ჯგუფი, ალტერნატიული ცენტრი ჯამურად უფრო მეტი ხმის მობილიზებას შეძლებს. ჩვენ პროდასავლური პარტიების კოალიციურ მმართველობაზე ვსაუბრობთ. ლელოსა და რამდენიმე პროდასავლურ პარტიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.





