საფრანგეთი

რა ხდება საფრანგეთში - პოლიტიკური ისტერია ვადამდელი არჩევნების მოლოდინში

AFP

მას შემდეგ, რაც ფრანგულმა კონსერვატიულმა პარტიებმა ევროპარლამენტის არჩევნებზე კარგი შედეგი აჩვენეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნა. ფრანგულ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების წარდგენის დრო მხოლოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე აქვთ. პოლიტიკურ ბლოკებსა და პარტიებს შორის ისტერია ვადის მოახლოებასთან ერთად მატულობს და ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, თუ რა ფორმით წარდგება ფრანგული პოლიტიკური კლასი არჩევნებზე. 

ევროპარლამენტის არჩევნებში მიღწეული წარმატების შემდეგ ფრანგულმა კონსერვატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება და არჩევნებისთვის მომზადება გადაწყვიტეს. ოპოზიციურმა პარტიებმა რესპუბლიკელებმა და Reconquête-მა მათი ერთ-ერთი მთავარი სახეები ერიკ სიოტი და მარიონ მარეშალ ლე პენი გაუშვეს

რესპუბლიკელები

ერიკ სიოტი რესპუბლიკელების ლიდერი იყო, რომელმაც მისი გუნდელების გადაწყვეტილებით პარტია დატოვა. ერიკ სიოტიმ 12 ივნისს TF1-ის პირდაპირ ეთერში პირველად გააჟღერა გადაწყვეტილება, რომ ის საარჩევნო ალიანსს გააკეთებდა მარინ ლე პენთან და ეროვნულ ერთობასთან. ამ განცხადებას პარტიის წევრების მკაფიო უკმაყოფილება მოჰყვა. ერიკ სიოტიმ მისი გადაყენების პროცესის შესაჩერებლად პარტიის შტაბბინაში ჩაკეტვა გადაწყვიტა და საკუთარი პარტიის წევრებმა ის ალყაში მოაქციეს. საბოლოოდ, პარტიის მდივანს ანი ჟენევარს შტაბბინის სათადარიგო გასაღებები აღმოაჩნდა და სიოტიც საკუთარ პარტიას ჩაბარდა. 

ამ სკანდალური სატელევიზიო ეთერიდან 24 საათში პარტიის ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს და სიოტის პარტია დაატოვებინეს. განცხადებიდან მალევე რესპუბლიკური პარტიის მთავარმა სახეებმა, მათ შორის სენატის სპიკერმა ჟერარდ ლარშერმა თქვეს, რომ სიოტი გუნდთან შეუთანხმებლად საუბრობდა და მის ამ განცხადებას კატეგორიულად ემიჯნებოდნენ. სიოტის მტკიცებით, პარტიის მიერ პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადაყენება პროცედურების დარღვევით მოხდა და ის კვლავ პარტიის პრეზიდენტია. 

ეროვნული ერთობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჟორდან ბარდელამ მალევე დაადასტურა, რომ ლე პენის პარტიას შეთანხმება ჰქონდა რესპუბლიკელებთან, რომ ალიანსის შემთხვევაში ეროვნული ერთობა რესპუბლიკელების ათობით კანდიდატს დაუჭერდა მხარს. 

შუაზე გახლეჩილი Reconquête

პარტია Reconquête-ის ლიდერი და დამფუძნებელი ერიკ ზემურია, რომელმაც ახლად არჩეული ევროპარლამენტარი მარიონ მარეშალი პარტიიდან გაუშვა. მარიონ მარეშალ ლე პენი ფრანგი ულტრამემარჯვენე ოპოზიციონერი ლიდერის მარინ ლე პენის დისშვილია. მარეშალმა პირდაპირ ეთერში ერიკ ზემურის გვერდით მდგომმა ზემურისთან წინასწარი შეთანხმების გარეშე განაცხადა, რომ მას ალიანსი მარინ ლე პენის ეროვნულ ერთობასთან სურს, რაც პარტიის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ერიკ ზემურმა მარიონ მარეშალ ლე პენის პარტიიდან გაშვებაზე თქვა, რომ მან "ღალატში მსოფლიო რეკორდი მოხსნა" და საკუთარი თავი თავად გამორიცხა პარტიის რიგებიდან. 

ამ ეთერის შემდეგ მარიონ მარეშალ ლე პენმა პარტიის დამფუძნებელის ერიკ ზემურის გადაყენების ინიციატივა გააჟღერა და მოსახლეობას მოუწოდა ხმა იმ კანდიდატებს მისცენ, რომლებიც მარინ ლე პენის პარტიასთან ალიანსს ეთანხმებიან. 

მელანშონი და მემარცხენეები

მემარცხენე პარტიებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს საარჩევნო გაერთიანების ჩამოყალიბება და სახალხო ფრონტის შექმნაც გამოაცხადეს. მათი ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი იქნება, რომელმაც 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 22%-ით მესამე ადგილი დაიკავა. გაერთიანება სახალხო ფრონტში შედიან ეკოლოგისტები, მეამბოხე საფრანგეთი და საფრანგეთის კომუნისტური პარტია.

ამავე დროს, სოციალისტური პარტიის ლიდერმა რაფაელ გლუკსმანმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ის მემარცხენეების გაერთიანების მომხრე იყო, თუმცა გლუკსმანი მემარცხენე ფლანგზე პოპულარობა დაკარგა. 

საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ორ რაუნდად, 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება. 

კომენტარები